დღიურის ჩანაწერები ბაირამის შესახებ
ბაირამი დამთავრდა, ჩემო დღიურო!
ბაირამი დამთავრდა, ჩემო დღიურო!
ბაირამის პირველ დღეს დედასთან ერთად ბებიასთან
სოფელში წავედით.
ერთი დღე ვიყავი სოფელში. მარტო ვიყავი, ახალგაზრდა
არავინ იყო. მაინც ძალიან საინტერესო დრო გავატარე. ბაბუას სასაფლაოზე წავედით.
მეორე დღეს სახლში დავბრუნდით. მარშუტკა არ მოდიოდა.
ერთი საათი ველოდით და ბოლოს ტაქსით მივედით სახლში.
ამ დღეს სახლში ვიყავი და სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან.
მივირთვით ბაირამის ხორცი. ბაირამის მესამე დღეს ბიძასთან ვიყავით, ბიძაშვილის დაბადების
დღე იყო. შუადღიდან აქ ვიყავით და ბიცოლას ვეხმარებოდით. ყველა განცვიფრებული იყო,
რომ ეს კერძები ჩვენ მოვამზადეთ. მშვენიერი დრო გავატარე. მერე სახლში ვიყავი. ფილმებს
ვუყურე და წიგნი წავიკითხე.
კარგად დავისვენე, ჩემო სანდო დღიურო!
ხანიმ ახმედოვა
ყურბან–ბაირამი რელიგიური დღესასწაულია. ამ დღესასწაულს
ყველა მუსულმანის ოჯახში აღნიშნავენ. მეგობრები, ნათესავები სტუმრად მიდიან ერთმანეთთან, ბევრ ცხვარს კლავენ და ბევრ საჭმელს ამზადებენ. ბაირამზე ალკოჰოლური სასმელების
მიღება არ შეიძლება. ადამიანები ლოცულობენ.
მაგალითად, ჩვენ ოჯახში ასე გავატარეთ დღესასწაული.
დედაჩემმა ბევრი კერძები დაამზადა. ცხვარიც დავკალით.
ყურბან–ბაირამი სამი დღის განმავლობაშია და ყოველ წელს
კალენდარში ათი დღით უკან მიდის. მაგალითად, წელს ბაირამი 25 ოქტომბერს დაიწყო. ამიტომ,
გაისად ბაირამი 15 ოქტომბერს დაიწყება.
ყურბან–ბაირამი წმინდა იბრაგიმის დროიდან მოდის. ეს
ძალიან ძველი დღესასწაულია, საინტერესო და კულტურული ბაირამია.
თურალ ვალიევი