Thursday, 18 October 2012

შაბათის ლექციებზე დავწერთ ჰაიკუს. 

რა არის ჰაიკუ? 
ეს არის ლექსის ერთ-ერთი ტრადიციული ქარგა, ერთგვარი ფორმატი, რომელიც იაპონიიდან მოდის. ჰაიკუ სულ რამდენიმე სიტყვით გამოხატავს "ძვირფას" მომენტს და ამგვარად ქმნის სურათ-ხატს მკითხველის ცნობიერებაში. ის ერთგვარი სარკმელია, რომელსაც სიტყვით გამოთქმული "ფოტოდან" ფართო და მრავლისმომცველ სურათში შევყავართ. 

როგორ იწერება ჰაიკუ? 
ტრადიციულად, ჰაიკუ სამ ხაზზე (სტრიქონზე) იწერება. პირველი სტრიქონი ხუთმარცვლიანია, მეორე სტრიქონი - შვიდმარცვლიანი, ხოლო მესამე სტრიქონი - ისევ ხუთმარცვლიანი. 




ჰაიკუს ნიმუშები 



შემოდგომა დადგა და
ხეს ფოთლები გაცვივდა
მარტო ვდგავარ ქუჩაში.


მზე ამოვიდა
ბუნებამ გაიღვიძა
საქმე დაიწყო


ცა მოიწმინდა
გრილი მზე გადაგორდა
გამოჩნდა მთვარე


ფოთლები ცვივა,
ისინი ნაღვლიანად ცეკვავენ
შემოდგომაზე 


დღეს ზეიმია
ყველა ბედნიერი და
მხიარულია


როდესაც ვნახე
შემწვარი კატლეტები
ნერწყვი მომადგა


შემოდგომაა
ხან ძლიერი ქარი ქრის
ხანაც წვიმა ცრის.


თეთრად თოვს
ბავშვები გუნდაობენ
ცივი ამინდია

Sunday, 14 October 2012

ხუთსტრიქონიანი ლექსის ნიმუშები

გული
სევდიანი, ბედნიერი,
გრძნობს, მოიწყენს, პატიობს,
გულს უყვარს, გულს სძულს,
გული იცინის.
                                        S.U.

თვალები
ბრწყინვალე, დამჭკნარი,
უყურებენ, ხედავენ, ხამხამებენ,
თვალები არის გულის სარკე,
არაჩვეულებრივი თვალები.
                                        სევილია ალიევა

მთვარე
წყნარი და მდუმარე
ელვარებს, კაშკაშებს, ანათებს,
სადაც ციმციმებს გრძნეული მთვარე
შობილა ღამე.
                                        კიზთამამ მამედოვა

სიყვარული
აღელვებული, აკანკალებული,
მტკენს, მაფიქრებს, მკლავს
ცხრაასოიანი ერთი დედამიწაა
ნამდვილი სიყვარული.
                                        ქიამალა მამედოვა

მარტოობა
უხმაურო, ჩუმი,
ტირის, უცქერს, არ ლაპარაკობს,
შენ მხოლოდ უსმენ ყველას,
წყნარი და სევდიანი.
                                        ხანი ახმედოვა

გალათასარაი
ძლიერი, დაუმარცხებელი,
გვამხიარულებს, გვაცინებს, გვანერვიულებს,
ჩემპიონი გახდა, თასი აიღო,
უებრო გუნდმა.
                                        ტურგუტ აგაჯანოვი

ყვავილი
ლამაზი, ჭრელი,
ამოდის, ბრწყინავს, ალამაზებს,
მსოფლიოს ერთი დიდი განძია
შეუცვლელი ყვავილი.
                                        ელლადა

მასწავლებლები
მხიარულები, ბრაზიანები,
წერენ, კითხულობენ, ლაპარაკობენ,
ჩვენთან ტირიან, ჩვენთან იცინიან,
მეორე მშობლები
                                        ბაირამ ალიევი

გული
ტკბილი, მწარე,
ახარებს, ტანჯავს, დაკოდავს,
მსოფლიოს მარადიული და საწყისი თემა
სიცოცხლე სიყვარულია.
                                        "ერთგულება"

ხუთსტრიქონიანი ლექსი (Cinquain)

ორი სიტყვით მეთოდის შესახებ: ხუთსტრიქონიანი ლექსი (cinquain)

ეს მეთოდი ორი ძირითადი მიზნით გამოიყენება:
მოსწავლე/სტუდენტი ცდილობს გაიაზროს იდეა/ცნება და გამოხატოს იგი წინასწარ განსაზღვრულ ქარგაში სიტყვების/ფრაზების ჩასმის გზით.

მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს:
– ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
– საკუთარი აზრის/დამოკიდებულების გამოსახატად შესაფერისი სიტყვების/ფრაზების შერჩევას;
– გრამატიკული ფორმებისა და წესების (არსებითი სახელი, სინონიმები და მონათესავე სიტყვები, ზედსართავი სახელი, ზმნა) დაუფლება–გამოყენებას.

ქარგა ასე გამოიყურება:

                                 არსებითი სახელი
     ზედსართავი სახელი          ზედსართავი სახელი
ზმნა                                     ზმნა                                    ზმნა
                             ოთხსიტვყიანი ფრაზა
             ორი სიტყვა (ზედსართავი + არსებითი)

მნიშვნელოვანია, რომ მეხუთე სტრიქონზე დაწერილი ორი სიტყვა პირდაპირ უკავშირდებოდეს პირველ სტრიქონზე დაწერილ არსებით სახელს (მაგ. "მზე" – "დიდი მნათობი").

მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს როგორც მშობლიური, ისე მეორე ენის სწავლის პროცესში.

მომდევნო პოსტში ნახეთ ჯგუფში შექმნილი ნიმუშები.

Saturday, 13 October 2012

ჩვენი ბლოგის დანიშნულება

ამ ბლოგს აქვს ერთი მთავარი დანიშნულება: მასზე გამოქვეყნდება იმ აზერბაიჯანულენოვან სტუდენტთა ნამუშევრები, რომლებიც 2012–13 სასწავლო წლის განმავლობაში ჩემი და მაგდას დახმარებით წერას შეისწავლიან.
ამოცანა არცთუ მარტივია: ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლოს მოსამზადებელი ჯგუფის ყველა სტუდენტმა შეძლოს სხვადასხვა ჟანრისა და ტიპის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა. დავწერთ ყველაფერს: დღიურებს, ლექსებს, მოთხრობებს, იგავებს, ფილმის ანონსებს, საგაზეთო განცხადებებს, ესსეებს ...
მიზნის შესასრულებლად სასწავლო პროცესს სამ საყრდენზე დავაფუძნებთ: პირველ რიგში, ესაა თავისუფლება. აზროვნების, გამოხატვის თავისუფლების გარეშე წერა შეუძლებელია. მეორეა შემოქმედებითი მიდგომა. წარმოსახვის გააქტიურების, ორიგინალური მანერის მიგნების გარეშე საინტერესო ნაწერის ნაცვლად შაბლონურ პროდუქტებს ვიღებთ. მესამეა კრიტიკული რეფლექსია. ეგრეთ წოდებული "მეგობრული კრიტიკის", თვითმონიტორინგის გარეშეც ნაკლებად გამოგვდის ნაწერის დახვეწა–გაუმჯობესება.
გავყვებით ყველა დროის ყველაზე შედეგიან მიდგომას: წერის ხუთსაფეხურიან პროცესს, რომლის საწყისია ფიქრთა, განცდათა და სურვილთა ტექსტურ კალაპოტში მოქცევის უხილავი მცდელობა, გაგრძელება – ნაწერის არაერთხელ გადამუშავება შეგნებულ, მეგობრულ კრიტიკაზე დაყრდნობით, ლოგიკური დასასრული კი – გამოქვეყნება.
სწორედ ამ ეფექტური, ხუთსაფეხურიანი პროცესის რეალიზებისთვის შევქმენით ეს ბლოგი.

წარმატებებს ვუსურვებ ჩემს სტუდენტებს და მათ ლექტორებს!